„ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების საკითხში საპატრიარქოს პოზიციის და წინადადებების გათვალისწინება აუცილებელია.
„საპატრიარქოს თხოვნა, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხის განხილვა მიმდინარეობდეს გარკვეული დიკუსიის და პოზიციების შეჯერების რეჟიმში, სწორი და მართებულია", - აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა.
„ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი მიმართავს „რელიგიურობით ცნობილ და გამოკვეთილ" პარლამენტარებს, განსაკუთრებით კი, ხათუნა გოგორიშვილს, რატომ არ არიან ისინი ადეკვატურები, როდესაც ასეთი ნაჩქარევი წესით ხდება უმნიშვნელოვანესი კანონპროექტების მიღება.
„საკითხი, რომლის ირგვლივაც საზოგადოებაში დიდი დისკუსიაა, ბუნებრივია, უნდა განიხილებოდეს საპატრიარქოს პოზიციის გათვალისწინებით", - დასძინა ეროსი კიწმარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები