18 დეკემბერს სეპარატისტულ აფხაზეთში დსთ-ის საქმეთა ფედერალური სააგენტოს, საზღვარგარეთ მაცხოვრებელ თანამემამულეთა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის (როსსოტრუდნეჩესტვოს) წარმომადგენლობა იხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთში ე. წ. რუსეთის საელჩო ავრცელებს.
წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში, ე. წ. ვიცე-პრემიერი ალექსანდრე სტრანიჩკინი, ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, როსსოტრუდნეჩესტვოს ხელმძღვანელი ფარიტ მუხამეტშინი, ე. წ. რუსეთის ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი და სხვები.
წარმომადგენლობის გახსნის ძირიდადი მიზეზი აფხაზეთში არის აფხაზეთსა და რუსეთს შორის კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ტექნიკური და საინფორმაციო კავშირების გამყარება.
"ამ წარმომადგენლობის გახნა არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ერთიანი კულტურული სივრცის კიდევ უფრო გაფართოებას ემსახურება", _ განაცხადა როსსოტრუდნეჩესტვოს ხელმძღვანელმა ფარიტ მუხამეტშინმა.