გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს.
ბაჩანა ეხვაიას გატაცება ცოტა ხნის წინ მოხდა. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ აგრესორები ოჯახს 100 ათას ლარს სთხოვენ.
დღესვე, ამავე რაიონში მთელი დღის განმავლობაში 7 ძარცვა მოხდა. ოკუპანტები მოსახლეობას თხილსა და ფულს სთხოვენ. გარდა ამისა, აგრესორები საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც იპარავენ.