წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ჯუჯა კუნძულზე მდებარე კუკა სახელმწიფო ნაურუმ, რომლის მოსახლეობაც 14 000 ადამიანს შეადგენს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ცხინვალში მყოფ ქარველ უფლებების დამცველებთან პაატა ზაქარეიშვილთან, მანანა მებუკესთან და ვახტანგ კომახიძესთან შეხვედრისას გააკეთა.
"ნაურუს სახელმწიფომ აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას სამხრეთ ოსეთსა და ნაურუს შორის დიპოლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ",_ განაცხადა კოკოითმა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, კიდევ დაახლოებით 10 სახელმწიფო აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
"სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი შეუქცევადია. ხოლო რაც შეეეხევა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებს, ჩვენ ისინი ახლებურად უნდა ავაგოთ,იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი და აღიარებული სახელმწიფოა. ეს ურთიერთიბები კეთილმეზობლური უნდა იყოს და ჩვენ მაქსიმუმუ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ კეთილმეზობლობიდან არ ზარალდებოდნენ",_ განაცხადა კოკოითმა.
შეგახსებევთ, რომ ნაურუმ ხელშეკრულება დილომატიური ურთიერთობების დამყარები შესახებ გუშინ საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონთან _ აფხაზეთთან გააფორმა.