ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ცხინვალში ქართველი უფლებების დაცველები ჩავიდნენ. მათივე ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფებიან პაატა ზაქარეიშვილი, მანანა მებუკე და ვახტანგ კომახიძე.
ცხინვალში ჩასულები უკვე შეხვდნენ ეწ. სამხრეთ ოსეთის ადამიანის უფლებების დამცველს დავიდ სანაკოევს. ამჯამად კი მათი შეხვედრა ოს სეპარატისტთა ლიდერთან ედუარდ კოკოითთან მიმდინარეობს.
ოსური მხარე ასევე იუწყება, რომ საქართველოდან ჩასული დელეგაციის ე.წ. სამხრეთ ოსთში ყოფნის გრაფიკი ასე გამოიყურება. ისინი ოსური მხარის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს მოინახულებენ, შეხვდებიან ოსური მედიის წარმომადგენლებს და "საქართველოს აგრესიის შედეგად განადგურებულ ობიექტებს დაათვალირებენ.