პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ოპოზიციური "ექვსეულისა" და სამოქალაქო სექტორის ერთობა შედეგიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ საზოგადოება "ბოლო ვაგონის" როლში არ აღმოჩნდება.
"სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა აღმოჩნდეს ბოლო ვაგონის როლში. ეს უნდა იყოს პატიტეტული თანამშრომლბა სამოქალაქო და პოლიტიკურ სექტორს შორის. თუ მოხერხდება ამის პირობითი ინსტიტუციონალიზაცია, გამოჩნდება, მათი ქმედებები რამდენად ეფექტრად იქნება, მაგრამ ზედმეტი ადმინისტრირება მხოლოდ ვნებს პროცესს", - განუცხადა ცისკარიშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ "ექვსეული" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლას აგრძელებს და თავისუფალი არჩევნების მიღწევას სამოქალაქო სექტორის თანამონაწილეობით აპირებს.