პენიტენციურ სისტემაში აფთიაქების ლიცენზირება გრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი აფთიაქი გლდანის №8 და კიდევ 3 დაწესებულებაში ამოქმედდა.
პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ე. წ. "წამლის სამარაგოების" ნაცვლად, სამოქალაქო სექტორთან გათანაბრებული ლიცენზირებული აფთიაქები იარსებებს.
დღეის მდგომარეობით, სისტემაში უკვე 9 ლიცენზირებული აფთიაქი ფუნქციონირებს.