სეპარატისტული სამხრეთ ოსეთიდან 12 ბავშვი მოსკოვში კრემლის ტრადიციულ ნაძვის ხეზე გაემგზავრება. კოკოითის კრმინალური მთავრობის ე.წ. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამინისტროს განათლების განყოფილების გამგის ელზა ჯიოევას ინფორმაციით, ბავშვები რომლებიც მოსკოვში გაემგზავრებიან მხოლოდ ცხინვალიდან არ იქნებიან.
"ეს იქნებიან სამხრეთ ოსეთის სხვა და სხვა რაიონში მაცხოვრებელი ბავშვები მრავალშვილიანი და ხელმოკლე ოჯახებიდან. ეს ასევე იქნებიან სხვა და სხვა კონკურსზე გამარჯვებული ბავშვები",_ აცხადებს ჯიოევა.
მისივე თქმით, ბავშვები მოსკოვის თვალსაჩინოებებს დაათვალიერებენ და "ქვეყნის მთავარ ნაძვის ხის ზეიმს დაესწრებიან. ყველაფერ იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ბავშვებმა გადაიტანეს მათთვის დადებითი ემოციები უბრალოდ, აუცილებელია". საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი მოსკოვში 23 დან 28 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
თავად სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთი საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება. "ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე დიდი ნაძვის ხე დაიდგმება. "პრეზიდენტის" ნაძვის ხეზე ცხინვალის სხვა და სხვა რაიონიდან 100 ბავშვია დაპატიჟებული", _ აცხადებს ჯიოევა.