ოჩამჩირეში დისლოცირებული საბრძოლო ტექნიკის შესანახი ბატალიონი დღეს საბრძოლო წვრთნებს გამართვას.
სოხუმთან ახლოს მდებარე სოფელ ეშერაში, პოლიგონზე 12 საბრძოლო წერტილია მოწყობილი.
პოლიგონი უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და იქ საბრძოლო წვრთნები პირველად ტარდება.
წვრთნებამდე ყველა სახის საჯარისო შენაერთის სამობილიზაციო სწავლება ჩატარდა. წვრთნებს სეპარატისტთა რეჟიმის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი ხელმძღვანელობს და მას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებიც აკვირდებიან.