„ეროვნული საბჭოს" ლიდერ ზვიად ძიძიგურის შეფასებით, „ახალი მემარჯვენეები" და „ქრისტიან-დემოკრატები" მილიონს დახარბდნენ.
„გაიყიდნენ, დახარბდნენ, შეცდნენ თუ არ ვიცი რა ტერმინი გამოიყენო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ხელისუფლების წინადადებებში პრინციპული შემოთავაზება არ არის და არის მხოლოდ ანგარიშზე ფულის ჩარიცხვა", - განუცხადა ძიძიგურმა ჟურნალისტებს.
ძიძიგური აცხადებს, რომ „ახლებმა" და „ქრისტიან-დემოკრატებმა" მიღებული გადაწყვეტილებით, საკუთარ ანგარიშზე ხელისუფლების მხრიდან მილიონის ჩარიცხვას მოაწერეს ხელი.
„სამწუხაროა, რომ ნერვულ ბრძოლაში "რვიანს" ორი მნიშვნელოვანი პარტნიორი გამოეყო", - აღნიშნა ძიძიგურმა.