ხელისუფლების მხრიდან ინდივიდუალური მოლაპარაკებებიდან, ინდივიდუალური გადაგდების ჟამი დადგა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ მმართველი ძალის მიერ ოპოზიციისთვის სარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით შეთავაზებული წინადადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ოპოზიციურმა "რვიანმა", როგორც კოლექტიურმა ორგანომ მისი ფუნქცია ამოწურა, რადგან ხელისუფლებას "შეპირდნენ" და დაპირებისამებრ პოლიტიკურად აქტიური შემოდგომა დაგაზაფხული გადააგორებინეს.
"ისინი დაკონსტრუქციულებულები ელოდნენ, რომ ხელისუფლება რვიანს შეინარჩუნებდა და თითო-თითო მანდატს მისცემდა", - განაცხადა ბაღათურიამ და აქვე დასძინა, რომ პარტიების დაფინანსების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ძალიან საინტერესოდ ჩანს.
"რატომ უნდა მოხდეს პარტიების დაფინანსება "პოსლეზე"? პარტიას ფული მაშინ უნდა, როცა წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს, მაშინ ვბეჭდავთ ბუკლეტებს და ა.შ. გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას უკვე ნაშოვნი აქვს ფული ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ან "ტეხასმოტრებით". ახლა კი ძველი, კორიფციული ფულით უნდათ უპირატესობა მოიპოვონ დანარჩენ ოპოზიციაზე, ისეთ პარტიაზე როგორიც "ქართული დასია" და სხვებია", - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.
მისივე შეფასებით, სწორედ ასეთი "წარსულში დარჩენილი" პარტიები ქვეყნის პროგრესს აფერხებენ.