ცნობილი მსახიობი, 90 იანი წლების ბოევიკების ვარსკვლავი ჟან-კლოდ ვან დამი კინოს უბრუნდება. ახლახან მან მუშაობა დაამთავრა ფილმზე "უნივერსალური ჯარისკაცი 4" რომელიც მხოლოდ DVD და Blu-Ray დისკებზე გამოვა.
ამჟამად, კიკბოქსის ექს-ჩემპიონი ჟან კლოდი - გეგმავს დაკავდეს პროექტით "ექვსი ტყვია" რეჟისორ ერნი ბარბარაშის ხელმძღვანელობით.
ფილმი მაყურებელს მოუთხრობს ყოფილ დაქირავებულზე, რომელიც ადამიანებს იტაცებდა. ერთ დღეს მას საბრძოლო ხელოვნების ოსტატი დაიქირავებს რათა გატაცებული ქალიშვილი დაიბრუნოს. ფილმის გადაღება ჩრდილოეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში 2011 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყება.