"კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმების შესახებ ქვეყნები (ოდკბ) ჯერ არ არიან მზად, აღიარონ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობა", _ განაცხადა დღეს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ.
"ძალიან მინდა რომ ოდკბ--ს წევრმა ქვეყნებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს ისე, როგორც ეს რუსეთმა გააკეთა, მაგრამ ყველა სახელმწიფო ამგვარ გადაწყვეტილებას თავად იღებს", _ აცხადებს ბორდიუჟა და დასძენს: "არ ვიცი, რა მიზეზით ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას ტაჯიკეთი, ბელორუსი და სხვა სახელმწიფოები. ისინი ამისათვის მზად არ არიან".
შეგახსნებთ, რომ ოდკბ-ის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.