Le Monde-ს ჟურნალისტ პეტრე სმოლიარის დასმულ კითხვაზე: „რუსულ ელიტაში სერიოზული დაბნეულობაა პუტინი-მედვედვის ტანდემის მომავალთან დაკავშირებით. თქვენ გჯერათ ამ ორი პოლიტიკოსის ბრძოლის?", სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ უპასუხა, რომ ეს კარგი და ცუდი პოლიციელის თამაშია.
„მაგრამ მე პატივს ვცემ გონიერი ადამიანების მოსაზრებას, რომლებსაც სერიოზული უთანხმოების არსებობის სჯერათ. ეს დაფიქრების საფუძველს იძლევა. მიუხედავად ამისა, ჩემი რუსეთთან დაკავშირებული ცოდნა და ინტუიცია მკარნახობს, რომ ამის არ უნდა მჯეროდეს. თუკი უთანხმოება არსებობს, მაშინ რატომ არ ათავისუფლებს მედვედევი პუტინს თანამდებობიდან? მით უფრო რომ, როგორც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, პოლიტიკოსი რუსეთში პოპულარობის ნახევარს კარგავს უმალ, როგორც კი ხელისუფლებიდან მიდის", - განაცხადა ბარამიძემ Le Monde-სთან ინტერვიუში, რომლის ქართულ ვერსიასაც „ფორეინპრესი" აქვეყნებს.