ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ე.წ. რწმუნებული კოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკოსებს მიმართონ ედუარდ კოკოითს და მას დაკავებული ქართველი მოქალაქეების შეწყალება სთხოვონ.
"იაკობაშვილი და სხვა ქართველი ე.წ. პოლიტიკოსები იმის ნაცვლად, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს მიმართონ და მას ამ ადამიანების შეწყალების თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენება სთხოვონ ჩვენს შანტაჟირებას ცდილობენ",_ აცხადებს ჩოჩიევი და დასძენს, რომ "ქართული მხარე შანტაჟითაა დაკავებული და მანამ ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ასე იქცევა და ჩვენ შანტაჟის ენაზე გველაპარაკება, ეჭვი მეპარება, რომ შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნეს",_ აცხადებს ჩოჩიევი.