"ქართული პარტიის" ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლებამ ქართული პარტიის მიმართ ახალი რეპრესიები დაიწყო. მისი თქმით, ეს განწირული ფართხალია ხელისუფლების მხრიდან, რადგან მათ იციან, რომ მათი დღეები დათვლილია
"დღეს გამთენიისას სამართალდამცველებმა დააკავეს პარტიის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ტერაშვილი. მის საცხოვრებელ ბინაში ღამის 2:00 საათზე 20-მდე შეიარარბეული პოლიციის თანამშრომელი მივიდა, რომლებმაც ტერაშვილსა და მის მეუღლეს ნათია სრესელს გადაადგილება აუკრძალეს. ასევე არ მისცეს მეზობლების მოწვევის საშუალება. ამის შემდგომ მათ ბინაში სინათლე გამორთეს და ჩხრეკა დაიწყეს. მოგვიანებით სინათლე აანთეს, აბაზანაში შევიდნენ და იქიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანეს. სრესელის განმარტებით, პოლიციელბის მიერ სინათლის გათიშვა შეგნებულად მოხდა, რათა აბაზანაში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები შეეტანათ. ამის შემდეგ პოლიციელებმა ტერაშვილის სახლიდან წაიღეს სხვადასხვა ნივთები: კომპიუტერი, ნოუთ ბუქი, საფულე და სხვა ნივთები. ამ დროისთვის ტერაშვილის ბინაში იმყოფებოდა მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. დღესვე გაჩხრიკეს ტერაშვილის მეგობრის დავით შიუკაშვილის საცხოვრებელი ბინა გორის რაიონი სოფელ ჯარიაშენში, სადაც სამართალდამცველებმა ასევე ჩადეს ცეცხლსასროლი იარაღი. აღსაინშნავია რომ თავად შიუკაშვილი ამ დროისთვის სარეზერვო სამსახურშია გაწვეული და სენაკში იმყოფება", - განაცხადა სუბარმა
მისი თქმით, ამ ამბებს წინ უძღოდა ტერაშვილის ძმის კახაბერ ტერაშვილის დაკავება. სუბარის განმარტებით, იგი ქართული პარტიის ორ აქტივისტთან ერთად გუშინ დააპატიმრეს და მოდულის შენობაში გადაიყვანეს, სადაც განუცხადეს, რომ დაკავებული არიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის.
"ეს ფაქტები ქართული პარტიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების ტერორისა და ძალადობის ცალკეული გამოვლინებები არ არის. ეს კამპანია ჯერ კიდევ გასულ თვეში პარტიის აქტივისტებისა და მხარდამჭერების მასობრივი დაკავებით დაიწყო. ამასთნა უსაფუძვლოდ დაკავებულ ადამიანებს სამართალდამცველები აბუჩად იგდებდნენ, დასცინოდნენ მათ პოლიტიკურ მრწამსს, არაადამიანურად სასტიკად აწამებდნენ" - განაცხადა სუბარმა. მისივე თმქით, 21 მაისს რუსთავის პოლიციის თანამშრომელმა დააკავეს ქართული პარტიის რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ტაკოიშვილი. მას შეუფარდეს 30 დღიანი პატიმრობა. ჩიხიდან გამოსვლის შემდგე კი ის ისევ დააკავეს და სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი.
სუბარის მტკიიცებით, ასევე დაკავებულია გორის რაიონული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრი დავით ჯარნელიშვილი. 25 დღიანი პატიმრობა შეეფარდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის ქართული პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს კახაბერ ერგემლიძეს, რომელსაც ქართული პარტიის ლიდერის მტკიცებით, ადვოკატის აყვანის საშუალება არ მიეცა ჯარნელიშვილის მსგავსად.
ასევე დაკავებულები არიან ქართიული პარტიის ყვარლის რაიონული ორგანიზაციის წევრები ზურაბ ასაბაშვილი და ზურაბ იორდანიშვილი. ქობულეთის რაიონული ორგანზიაციის აქტივისტი ხვიჩა გამარჯობაძე და პარტიის სიღნაღის ახალგაზრდული ორგანზიაციის წევრი მიხეილ მათეშვილი.
"მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს რომ დაინტერესდნენ და შეფასება მისცენ იმ ტერორისულ აქტებს, რომელსაც ხელისუფლება ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს. ხელისიუფლებას კი ვეტყვი რომ მიუხედავად ამ ქმედებებისა და მოიხედავად ახალი რეპრესიებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას", - დასძინა სუბარმა.