საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ლორთქიფანიძის კითხვა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან დაკავშირებით სირცხვილია. ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, ცისკარიშვილმა დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოხმაურებისას აღნიშნა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის გაუგებარია, რა შუაშია პარლამენტის თანამშრომლებთან ამომრჩევლების საკითხი.
"ბატონი დიმიტრი აპარატის მუშაკებს უყურებს, როგორც ამომრჩევლებს. ესენი არიან ჩვენი თანამშრომლები და არა ამომრჩევლები და მათ ექნებათ პრიორიტეტი ახალ პარლამენტშიც", - აღნიშნავს ცისკარიშვილი.
მისი თქმით, ვინც გადაწყვეტს ქუთაისში წასვლას, იქ დასაქმდება, ვინც თბილისში იშოვის უკეთეს სამსახურს, თბილისში დარჩება და მათი შემცვლელები მოიძებნებიან.
"როგორ შეიძლება ასე საუბარი, რომ ესენი ამომრჩევლები არიან და უნდა მივატოვოთ, სირცხვილია", - მიმართა ცისკარიშვილმა ლორთქიფანიძეს.