"ქართული დასის" ლიდერის, ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობაზე 100 მილიონამდე დახარჯვა არ შეიძლება მაშინ, როდესაც ხალხი მშიერია. ამის შესახებ ბაღათურიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილების განხილვისას განაცხადა.
"რატომ უნდა გავიღოთ 100 მილიონი ამისთვის? დავაფინანსოთ დასაქმების პროგრამა, ან გავზარდოთ პენსიები. არ სჯობია ეს ფული ეკონომიკის განვითარებაში და ან ჯანდაცვის პროგრამებში ჩავდოთ, რომ დედამ შვილის დაუფინანსებლობის გამო აღარ იტიროს", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისი თქმით, პარლამენტის შენობის მშენებლობისთვის თანხის ხარჯვა მიზანშეუწონელია და საკითხის განხილვა უნდა შეჩერდეს.