აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესს "სერიოზული გაგრძელება ექნება". ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ფაქტობრივად, ნაურუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ნაურუ არის წყნარი ოკეანის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარე ჯუჯა კუნძულზე განთავსებული ჯუჯა სახელმწიფო, რომლის მოსახლეობაც სულ 14 000 ადამიანს შეადგენს.
"სულაც არ აქს მნიშვნებლობა რამდენი ადამიანი ცხოვრობს იმ ქვეყანაში რომელიც აფხაზეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას დაამყარებს. ნაურუ გაეროს წევრი სახელმწიფოა და ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და ფაქტობრივად დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ",_ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა და ხაზგამით აღნიშნა, რომ "დიდი ნაბიჯია".