სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ხელშეკრულების გაფორმება სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს.
"აღიარების სხვა და სხვა ფორმები არსებობს _ ყველაზე გავრცელებული კი მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაა. არის კიდევ სხვანაირადაც _ როდესაც კეთდება განცხადება ურთიერთაღიარების შესახებ. დღევანდელი აქტი კი ჩვენი სახემწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს",_ აცხადებს შამბა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოხუმში მყოფ ნაურუს დელეგაციასა და სეპარასტისტულ აფხაზერთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ნაურუ არის წყნარი ოკეანის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარე ჯუჯა კუნძულზე განთავსებული ჯუჯა სახელმწიფო, რომლის მოსახლეობაც სულ 14 000 ადამიანს შეადგენს.