სეპარატისტულ აფხაზეთსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნაურუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.
რუსული მედიის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი სეპარატისტული აფხაზეთის მხრიდან აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, ნაურუს მხრიდან კი ნაურუს საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ფინანსების მინიტრმა კირიენ კეკემ მოაწერეს.
აღსანიშნავიას, რომ ნაურუ არის წყნარი ოკეანის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარე ჯუჯა კუნძულზე განთავსებული ჯუჯა სახელმწიფო, რომლის მოსახლეობაც სულ 14 000 ადამიანს შეადგენს.