ოსმა სეპარატისტები საქართველოს მოქალაქეების დაკავების მიზეზად ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის რეჟიმს ასახელებენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, "ძაურის რაიონის სოფელ კოზთან 18 ივლისს საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს და კიდევ 6 საქართველოს მოქალაქე დააკავეს იქვე 19 ივლისს. საქართველოს მოქალაქეები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში 1,5 კილომეტრით შემოვიდნენ", _ იუწყება ოსური მხარე და აღნიშნავს, რომ სასაზღვრო სამსახურმა იცოდა, რომ შესაძლებელია ამგვარი დარღვევა მომხდარიყო, ვინაიდან ამ პერიოდში ამგვარი შემთხვევები ყოველწლიურად ხდება.
"გაფრთხილებულნი იყვნენ საქართველოს შს სამინისტროც და ევროკავშირის დამკვირვებლებიც, იმისათვის, რომ ამგვარი დარღვევები აგვერიდებინა თავიდან. თუმცა როგორც ვხედავთ, არავითარი ზომები მათი მხრიდან მიღებული არ იქნა", _ წერს ოსური მხარე და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ცხენებით გადაადგილდებოდნენ.
ამჟამად მათი ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ ყველა მასალა სასამართლოს გადაეცემა.