დუშეთის რაიონის მაღაროსკარის თემის ათამდე სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია.
როგორც დუშეთის გამგებელი ლაშა ჯანაშვილი აცხადებს, ძლიერი წვიმის გამო მოვარდნილმა მიდნარეებმა ათამდე სოფელში გზები და ხიდები წაიღო, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დაიხოცა მსხვილფეხა საქონელი და შინაური ფრინველები.
მისივე ინიფრმაციით, მაღაროსკარში ერთი მოსახლის საცხოვრებლი სახლი მდინარემ მთლიანდ დაანგრია, ასევე წაყებულია ეზოები, განადურებულია სახნავ-სათესი სავარგულები და დაგლეჯილია მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძები.
ამასთან, თითქმის იგივე მდგომარეობაა ფასანაურის რაიონში, სადაც სოფლებთან დაკავშირებელი გზები სტიქიისგან განადგურებულია.