საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის სრულად აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.
ამის შესახებ გილურმა, რიკოთის უღელტეხილზე სტიქიისგან დაზარალებულების მონახულებისას აღნიშნა.
"აქვე ადგილზე ჩავატარეთ ოპერატიული თათბირი. შეიძლება ითქვას, რომ დილიდან აღდგება მოძრაობა. ტრანსპორტის ნაწილი უღელტეხილის და ნაწილი საჩხერის სავტომობილო გზით იმოძრავებს. თუმცა, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის სრულად აღდგენას ორი-სამი დღეს დასჭირდება", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, უღელტეხილზე ჩარჩენილი ავტომანქანების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად გამოყვანა უკვე მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე ძლიერი წვიმის გამო მოვარდნილმა წყალმა რესტორანი "რიკოთი" წაიღო, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა და ორი დაკარგულად ითვლება.