დღეს, 19 ივნისს, 12:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ვისოლ ჯგუფი მედიას "ტორპედო ქუთაისის" განვითარებისათვის განხორციელებული ახალი ინვესტიციების შესახებ ინფორმაციას გააცნობს.
ვისოლმა 1 000 000 ევროზე მეტი "ტორპედო ქუთაისისათვის" უეფას სტანდარტების შესაბამისი მოედნების შექმნისათვის გამოყო.
ლეგენდარული კლუბი საქართველოს ჩემპიონატის ახალ სეზონს ოლიმპიაკოსის სტადიონის იდენტურ მოედანზე შეხვდება. გარდა ამისა, "ტორპედო ქუთაისის" ბაზაზე სამი ახალი სტადიონი აშენდება.
მოედნის სამშენებლო სამუშაოებს უცხოელ ექსპერტებთან ერთად ვისოლ ჯგუფის წევრი სამშენებლო კომპანია `დელტა" ახორციელებს. მშენებლობის პერიოდში კომპანიამ 50-მდე ადამიანი დაასაქმა.