18 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჯუზეპე ვერდის ოპერა "რიგოლეტოს" წარმოადგენს.
"რიგოლეტოს" ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს. მთავარ პარტიებს იმღერებენ: თეიმურაზ გუგუშვილი, სულხან გველესიანი, სოფიო გორდელაძე, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, ნატალია ვოლჩენკო, ვანო გალუაშვილი, ბონდო გოგია, თამაზ საგინაძე, ნათია მელქაძე, ლევან მაკარიძე.
დირიჟორის ამპლუაში მსმენელის წინაშე წარსდგება ცნობილი ქართველი მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი.