მოსკოვში მყოფი ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი რუსეთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილეს, სერგეი ვერეშაგინს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაცით, შეხვედრაზე რუსული სახსრებით მიმდინარე 2011 წლის ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური აღდგენის პროგრამაზე ისაუბრეს.
ოსური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და იგი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტის წინ გაიმართა.