დიდი და კოლოსალური ძალისხმევისა და ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთში დომინოს ჩემპონატის ჩატარება ვერ ჩაშალა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"საქართველოს ხელისუფლებამ თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით კოლოსალური ძეწოლა და ძალისხმევა გასწია ნაციონალურ ფედერაციებზე იმიათვის, რომ აფხაზეთში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისათვის ხელი შეეშალა", _ განაცხადა აფხაზეთის დომინოს ფედერაციის პრეზიდენტმა არტურ გაბუნიამ სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, საქართველო მოითხოვდა არ ჩატარებულიყო ჩემპიონატი "მის ტერიტორიაზე" და ყველას არწმუნებდა, რომ "ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნა სიცოცხლისათვის საშიშია".
"მიუხედავად ზეწოლისა საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაერწმუნებინა დომინოს საერთაშორისო ფედერაცია აფხაზეთში ჩემპიონატის ჩატარებისაგან თავი შეეკავებინა", _ განაცხადა გაბუნიამ.