სტიქიამ გარდაბნის რაიონიც დააზარალა. წვიმის შედეგად წარმოქმნილმა წყლის ნაკადმა საკომუნიკაციო მილი მოგლიჯა, რის გამოც მოსახლეობას გაზი და წყალი არ მიეწოდება.
მთლიანად პარალიზებულია სოფელი მარტყოფი.
განადგურებულია ნათესები. სახლებში წყალი ერთი მეტრის სიმაღლეზე შევიდა. დაზიანდა გზებიც.
ამ დროისათვის მარტყოფში აღარ წვიმს.
ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. მას სპეციალური კომისია დაადგენს.