სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი მე-13 შეხვედრა გაიმართება.
ოსი სეპარატისტები შეხვედრაზე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის "დარღვევის" საკითხის დაყენებას აპირებენ. პოსტრკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილის მერაბ ჩიგოევის ინფორმაციით, განიხილება ასევე ორივე მხარეს დაკავებული ადამიანების გაცვლის საკითხი.
"ვისაუბრებთ ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე. ამასთან ერთად ასევე განიხილება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის დამკვირვებლების მიერ უკანონოდ განხორციელებული ვიდეოგადაღებების საკითხი. ჩვენ ამგვარი ქმედებების შეწყვეტას მოვითხოვთ", _ აცხადებს ჩიგოევი.