17 ივნისს, 13:00 საათზე, კავშირი "არტ-გენი კახეთში, სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლმუზეუმში, პრესკონფერენციას გამართავს.
ჯგუფი "არტ-გენი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია, წარმოგიდგენთ ფესტივალ "არტ-გენი 2011"-ს.
ფესტივალი "არტ-გენი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახალხო ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ირჩევს ძირითად თემას. წელს, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ფესტივალი "არტ-გენი 2011" ეძღვნება განათლებას.
სახალხო ფესტივალი "არტ-გენი 2011" დაიწყო ექსპედიციებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რომლის დასკვნითი ნაწილი, ტრადიციულად, გაიმართება თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე.
ფესტივალი "არტ-გენი 2011" გაიხსნება კახეთში, სოფელ მირზაანში. ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე. ფესტივალზე თავს მოიყრიან ფოლკლორის, რეწვისა და ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ოსტატები აღმოსავლეთ საქართველოდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.