ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ე.წ. დეპუტატებსა და ოს ხალხს ერთიანობისკენ და მისი მხარდაჭერის აქციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. განცხადებას შესაბამისი მოწოდებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ძვირფასო მეგობრებო, თქვენთან ერთად ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის და თქვენი წყალობით გავხდი მე პრეზიდენტი, ხოლო ჩვენმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
თუ ჩვენ გვსურს, რომ ჩვენს რესპუბლიკას პატივისემით მოეპყრან და მისი აღიარების პროცესი შეუქცევადი გახდეს ჩვენ ერთიანნუ უნდა ვიყოთ.
გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგად არჩეული ახალი პრეზიდენტის დროში გაგრძელდეს.
ჩემო ძვირფასებო, მოგმართავთ თხოვნით, თავი შეიკავოთ ჩემი მხარდაჭერისათვის განკუთვნილი აქციების ჩატარებისგან, რომლებიც ჩემი მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევისკენაა მიმართული. თქვენი მხარდაჭერა მე არჩევნების შემდეგ დამჭირდება, ვინაიდან მე პოლიტიკური სცენიდან არსად წასვლას არ ვაპირებ და თქვენთან ერთად უნდა გავაგრძელო სამშობლოს სამსახური. მე ფიცი დავდე, რომ მუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობაზე ვიმყოფებოდი უნდა ვემსახურო ჩემს ხალხს და ამ ფიცის ერთგული დავრჩები მთელი ცხოვრების განმავლობაში", _ ნათქვამია კოკოითის მიმართვაში.