გურჯაანში შესაძლოა ეპიდემიური დაავადება გავრცელდეს. დაზიანებული საკანალიზაციო მილის გამო, ფეკალური მასები ვენახებსა და ნათესებში გადის, საიდანაც მდინარე ალაზანში ჩაედინება. ბინძურდება რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მძაფრი სუნის გამო ვენახებში სამუშაოდ ხშირად ვერ გადიან. გურჯაანის მუნიციპალიტეტმა უკვე მიმართა წყალმომარაგების კომპანიას და სარემონტო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. მიმდინარეობს მოკვლელვაც. არ გამორიცხავენ, რომ კონკრეტულმა პირებმა მილი ნათესების მოსარწყავად მიზანმიმართულად გახვრიტეს.