დღეს სეპარატისტული აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბესლან ბუთბა, რომელიც აფხაზეთში ჩატარებულ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა და "გამარჯვება" მიულოცა. განცხადება ამის შესახებ ბაღაფშის პრესსამსახურის უფროსმა კრისტიან ბჯანიამ გააკეთა.
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აფხაზეთის საერთაშორისო აღიარება და მისი განვითარებაა. გილოცავთ ამ გამარჯვებას და იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ღირსებულ განვითარებას", _ განუცხადა "დემოკრატიულობის" დემონტრაციის დროს ბუთბამ ბაღაფშს.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ბუთბას მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მთავარი აფხაზეთის მონაპოვარი არის დემოკრატიულობა და ის, რომ ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიული ხასიათი ჰქონდა და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს თავისი ქვეყნისთვის მხოლოდ სიკეთე უნდა".