ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - კრიმინალური პოლიციის უფროსის, ვიტალი გასიევის განცხადებით, მდგომარეობა პარლამენტის შენობაში და მთლიანად ცხინვალში სტაბილურია და სამართალდამცავი ორგანოების კონტროლს ექვემდებარება.
"თავად ვიმყოფებოდი პარლამენტის შენობასთან, მოქალაქეების ჯგუფმა პარლამენტს თხოვნით მიმართა. მათ დეპუტატების თანხმობისთანავე დატოვეს შენობა, ამჟამად ნებისმიერ ინცინდენტზე საუბარიც კი ზედმეტია", - განაცხადა მან.
გასიევმა აღნოშნა, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში არანაირი მიმართვა არ შესულა არც დეპუტატების და არც პარლამენტის სხვა თანამშრომლების მხრიდან.