მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტოპარკისა და კავშირგაბმულობის ხარჯებმა თითქმის მილიონი ლარი შეადგინა (917 623 ლარი). ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა (IDFI) აქვეყნებს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, 2011 წლია 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ადმინისტრაციის კავშირგაბმულობის ხარჯებმა 100 311 ლარი შეადგინა, სამივლინე ხარჯებმა 682 355 ლარი, საწვავის მოხმარებაზე გაწეულმა ხარჯებმა 111 375 ლარი , ხოლო ავტომანქანების მომსახურების ხარჯმა 23 582 ლარი (პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები სულ ორგანიზაციის ბანალზე არსებული 25 ერთეული ავტომობილით სარგელობლობენ).
რაც შეეხება ამავე პერიოდში ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაცემული ხელფასებისა და პრემიების რაოდენობას, 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით 578 506 ლარის ოდენობის ხელფასი და 281 155 ლარის პრემია გაიცა.