ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ალყა შემოარტყეს და შენობაში შეიჭრნენ. ამის შესახებ IT-ის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები შენობაში თვითნებურად შეიჭრნენ და დეპუტატებს მოსთხოვეს, გადაეხედათ მიმართვისთვის მესამე ვადით პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით და საკითხის პარლამენტის სხდომაზე გეტანათ.
დეპუტატებმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს განუმარტეს, რომ ამისთვის პრეზიდიუმის შეკრებაა საჭირო, რისი საშუალებაც ამ დროისთვის არ არის.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტი ალყაში მოაქციეს და კანონმდებლებს დაემუქრნენ, რომ გარეთ არავის გაუშვებენ, სანამ პრეზიდიუმი არ შეიკრიბება.
შეგახსენებთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა გუშნი მიმართვა გაავრცელა, სადაც იუწყება რომ პრეზიდენტის მესამე ვადით არჩევა კონსტიტუციით არ არის დაშვებული და ამინტომ ეს საკითხი განხილვას არ ექვემდეარება.