შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლექსმცოდნეობის მე-5 სესია გაიხსნა.
სესიაზე მეცნიერები ნაშრომებსა და სტატიებს წარადგენენ, რომელშიც პოეტის შემოქმედება იქნება მიმოხილული.
სამეცნიერო სესია 11:00 საათზე ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირმა რატიანმა გახსნა. მოხსნებებით გამოვლენ პროფესორები: აპოლონ სილაგაძე, ლევან ბრეგაძე, თამარ ბარბაქაძე და სხვ.
ღონისძიება 3 დღეს გასტანს.