სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედი სახალხო პარტია "გამოვლენილი მასობრივი დარღვევების გამო" აფხაზეთის ე. წ. ცესკოს თავმჯდომარეს ბათალ ტაბაღუას მიმართავს და ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგენის საბოლოო გამოქვეყნებაზე თავის შეკავებას ურჩევს.
"აფხაზეთის სახალხო პარტიის პოლიტიკური საბჭო ითვალისწინებს მასობრივ დარღვევებს, რომლებმაც არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია და ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის საზიანო შედეგების თავიდან ასაცილებლად, მოგმართავთ დაჟინებული თხოვნით, თავი შეიკავოთ არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებისგან", _ ნათქვამია პარტიის მიერ ე. წ. ცესკოსთვის გაგზავნილ მიმართვაში და აღნიშნულია, რომ პარტია ასევე მიმართავს ე. წ. ცესკოს, "მორალურ-ეთიკური შეფასება მისცეს ბაღაფშის მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ახლად არჩეული პრეზიდენტის ამპლუაში პრესკონფერენციის გამართვის ფაქტს".