ხვალ, 15 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში შედგება გერმანული დოკუმენტური ფილმის, "ყურანის ბავშვების" ჩვენება. საღამოს დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, რეჟისორები და მოწვეული სტუმრები.
ფილმის რეჟისორია შაჰენ დილ რიაზი. ის 1969 წელს დაიბადა ბანგლადეშში, ქალაქ დაკაში. 1992 წლიდან მოღვაწეობს ბერლინში. მისი პირველი დოკუმენტური ნამუშევარი იყო "ქვიშა და წყალი" (2002). მუშაობს როგორც თავისუფალი რეჟისორი, ოპერატორი და პროდუსერი, ფოკუსირებულია აზიის პრობლემებზე.
რიაზია ნამუშევრებია: 1995 "ერთი დღე, ყოველდღე"; 1998 "თვალებს ესმით, ყურები ხედავენ"; 2002 "ქვიშა და წყალი"; 2005 "მსოფლიოს უბედნიერესი ადამიანები"; 2007 "რკინისმჭამელი"; 2009 "ყურანის ბავშვები".