19 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ერთმოქმედებიანი ბალეტების პროგრამას წარმოადგენს.
პროგრამაშია ლეონარდ ბერნსტაინის მუსიკაზე ალექსეი რატმანსკის მიერ შექმნილი ბალეტი "ლეა", რომელშიც მთავარ პარტიას პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი შეასრულებს.
მაყურებელი ასევე იხილავს ჯორჯ ბალანჩინის ბალეტს "აპოლონ მუსაგეტი", რომელშიც მთავარ პარტიას ბოსტონის ბალეტის პრემიერი ლაშა ხოზაშვილი იცეკვებს.
პროგრამას დაასრულებს ამერიკელი ქორეოგრაფის თრეი მაკინტაერის ბალეტი "წამი გარდასახვამდე".