საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწვეტილებით, 74 კილოგრამ წონაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი დათუნაშვილს სამ წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა იმაზეც, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია გამოეტანათ დათუნაშვილისთვის, მაგრამ კომიტეტმა გაითვალისწინა ის, რომ აღნიშნული სპორტსმენი აქამდე მსგავს ინციდენტში შემჩნეული არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის „გრან პრიზე", დათუნაშვილმა მომავალ ბრინჯაოს მედალოსანთან ირანელ საიელ ალ ბდრალისთან მეოთხედფინალური შეხვედრისას მსაჯს, ალექსანდრე პატარქალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ჩხუბი მოყვა. ამ ჩხუბში ტრიბუნებზე მსხდომი მაყურებლებიც ჩაერთვნენ. მსაჯებმა დათუნაშვილი დაუყოვნებლივ მოხსნეს ასპარეზობიდან.
„მოჭიდავე მოიქცა არასპორტულად. მან დაარღვია დისციპლინა. იმსჯელა დისციპლინარულმა კომიტეტმა და მას ჩვენი დებულებით მაქსიმალური სასჯელი მიესაჯა, აბნუ სამ წლიანი დისკვალიფიკაცია მიეცა. არცერთი ესეთი ფაქტი უმნიშვნელოდ არ დაიკარგება და ყველა დაისჯება ვინც ასეთ რამეს გააკეთებს", - განაცხადა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ.