14 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს რუსთაველის საზოგადოებაში გაიმართება მიხეილ ქურდიანისა და ეკა ვარდოშვილის წიგნის „წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს სახისმეტყველების პარადიგმატული და სინტაგმატური ასპექტების" პრეზენტაცია.
წიგნი განკუთვნილია ლიტერატურათმცოდნეებისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტებისთვის; ასევე, საუნივერსიტეტო განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის და მკითხველთა ფართო წრისთვის.