დღეს, 13 ივნისს 14:00 საათზე გორის სასწავლო უნივერსიტეტში, აგვისტოს ომზე პოლონელი რეჟისორების - Dorota Petrus, Bogdan Lęcznar მიერ გადაღებული ფილმის "სახლი" პრეზენტაცია გაიმართება.
ფილმი სახელწოდებით ,,სახლი" მოგვითხრობს 2008 წლის ქართულ-რუსული ომის შესახებ, სადაც ნაჩვენებია მოქალაქეების თვალით დანახული ომი. ფილმში არ ჩანს არც ტანკები,არც თვითფრინავები,არც შეიარაღებული ძალები. ,,სახლი " არის ამბავი იმ ხალხის, რომლებმაც საფრთხე იგრძნეს და თავშესაფარი მთებში ერთ- ერთ ოსურ ოჯახში მოძებნეს. ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ სხვა და სხვა ეროვნების ხალხი: რუსები,სომხები,ქართველები და ოსები. ესენი ყველა ერთად გააერთიანა ომის უარყოფამ, შიშმა, აღშფოთებამ და საკუთარი სახლებიდან გადახიზვნამ.
„სახლის" პრეზენტაცია თბილისში 16 ივნისს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება, ხოლო 17 ივნისს ბათუმში.
მასალის გამოყენების პირობები