საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სერგო წიქარიშვილმა და  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 
მემორანდუმის მიზანია ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გამარტივება გეო-ინფორმაციული სისტემების მონაცემების გაცვლის მიმართულებით. კერძოდ, გეო-ინფორმაციული სისტემების შემუშავებაში საქსტატი გამოიყენებს საჯარო რეესტრის გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია სტატისტიკური კვლევების გამარტივებისთვის.