რუსეთმა თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა შეიარაღებული კონფლიქტის და განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანა.
თვითაღარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ერთად სიაში მოხვდნენ: ერაყი, ავღანეთი, იემენი, ლიბია და პალესტინის ადმინისტრაცია. სია რუსეთის ფედერაციამ გასულ კვირას დაამტკიცა.
რუსეთის ფედერაციამ ასევე გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც მძიმე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობაა. ამ სიაში მოხვდნენ საქართველო და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა.
ამავე სიაში მოხვდნენ: ალჟირი, გავტემალა, იზრაელი, ყირგიზეთი, კოლუმბია, კონგო, ლიბანი, ნიგერია, პაკისტანი, სერბეთი, ტაჯიკეთი, სირია, სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, ჩრი-ლანკა და ეთიოპია.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ამ ქვეყნებში მომუშავე ელჩებს დამათებითი გარანტიების შემუშავება დაავალა.