საქართველო აფხაზეთის საზღვარზე სამხედრო ძალას ზრდის. ეს განცხადება გალის რაიონის მილიციის უფროსმა ვადიმ ღვინჯიამ გააკეთა.
"ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მხრიდან აფხაზეთისკენ ჯავშანტექნიკა მოდის, ასევე თავის იყრის ცოცხალი ძალა", _ აცხადებს ღვინჯია.
აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია, თუმცა იგი ამ ინფორმაცია არც უარყოფს.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია მათთან "შევიდა და ამჟამად იგი მოწმდება", _ აცხადებს ქიშმარია რუსულ მედიასთან საუბარში.