დღეს, 11 ივნისს, ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში, საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" ინიციატივით, თეატრალური პრემია "დურუჯის" კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოებენ.
წელს პრემია გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - პრემიის ოდენობა შეადგენს 14 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი ქალი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესის ავტორი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, "მოკლე ნუსხა" საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციისთვისაც შედგა და ლაურეატს გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10 000 ლარის ოდენობით.