რუსეთის საგარეო პოლიტიკა ბოლო დროს პაროდიულ ხასიათს იძენს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა რუსეთის სს სამინისტროს განცხადების შეფასებისას განუცხადა.
"რუსული საგარეო პოლიტიკა ბოლო დროს პაროდიულ ხასიათს იღებს, დაწყებული ვანუატუთი, დასრულებული იმით, რომ ეს ქვეყანა, რომელიც არანაირ დემოკრატიულ ნორმებს, პრინციპებს, საერთაშორისო სამართლის საფუძვლებს არ იღებს და არ ითვალისწინებს", - აცხადებს დარჩიაშვილი. D
დეპუტატის შეფასებით, ეს არის თანამედროვე სახელმწიფოს პაროდია, რადაც რუსეთი გადაიქცა დღეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სს სამინისტრომ საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ასევე აღნიშნულია, რომ "გამომწვევად გამოიყურება საქართველოს პოზიცია, რომელმაც არ მიიღო რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების კონტრუქციული რეკომენდაციები ადამინის უფლებების სფეროში მდგომარეობის გამოჯობესებისთვის; არ გეგმავს რეფორმები ჩაატაროს არადემოკრატიული სასამართლო სისტემისა, არ აპირებს პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესებას და განაგრძობს ეთნიკური უმცირეოსბების უფლებების დარღვევას".