იტალიის პრემიერ-მინისტრზე სილვიო ბერლუსკონიზე თავდასხმა მოხდა. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ იტალიელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ბერლუსკონის გატეხილი აქვს ცხვირი, დაზიანებული აქვს ორი კბილი და სერიოზულად აქვს დაზიანებული ტუჩი. ეს განცხადება ბერლუსკონის თანამშრომელმა, მისი კანცელარიის უფროსის მოადგილემ პაოლო ბონაიუტიმ გააკეთა.
მისივე თქმით, ბერლუსკონის პირადი ექიმის ალნერტო ძანგრილოს გადაწყვეტილებით იტალიის პრემიერმა ღამე საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. თავის მხრივ საავადმყოფოს ექიმებმა სადაც ბერლუსკონი თავდასხმის შემდეგ მიიყვანეს განაცხადეს, რომ ბერუსკონიმ დაზიანება სახეში მძიმე საგნის ჩარტყმის შედეგად მიიღო.
მედიკოსები ასევე აცხადებენ, რომ სილვიო ბერლუსკონის არც ერთი წუთით გონება არ დაუკარგავს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამავე დროს თავად ბერლუსკონიმ საავადმყოფოი გადაყვანისას განაცხადა, რომ იგი ღმერთმა დაიფარა, რადგანაც დარტყმა ორნაო უფრო მაღლა რომ მომხდარიყო, იგი თვალს დაკარგავდა.
ის მამაკაცი, რომელმაც ბერლუსკონიზე თავდასხმა მოახდინა, მისი გამოსვლის შემდეგ მილანში მმართველი პარტიის "ნაროდ სვობოდის" მიტინგზე, იმ წუთასვე დააკავეს. ბერლუსკონიზე თავდამსხმელი 42 წლის მასიმო ტარტალია აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ფსიქიატიულ საავადმყოფოში მკურნალობდა. პოლიციის ინფორმაციით, მას სამართალდამცავებთან პრობლემა არასოდეს ჰქონია.
თვითმხილველთა თქმით, ტარტალიამ საახლოებით ორი-სამი მეტრის მანძილიდან ბერლუსკონის მილანის ტაძრის გამოსახულების სუვენირი ესროლა. თავდასხმისას და თავდასხმის შემდეგ მას ხმა არ ამოუღია. ამჯამად იგი მილანის პოლიციის სამმართველოში იმყოფება და მას პოლიცია ჰკითხავს.
აღსანიშნავია, რომ ეს ბერლუსკონიზე განხორციელებული უკვე მეორე თავდასხმაა. პირველად მას 2004 წლის 31 დეკემბერს 28 წლის რობერტო ბოსკომ რომის ცენტრში ფოტოაპარატის შტატივი ესროლა. მაშინ ბერლუსკონი გადარჩა და თავდამსხმელს სასამართლოში არ უჩივლა.